შეიძლება ჩემი საყვარელი ქართული ფილმიც იყოს, მაგრამ ოთარ იოსელიანის ფილმებიდან ჩემი საყვარელი ნამდვილად არის. ტექნიკური თვალსაზრისით ამაზე გამართული, მგონია, რომ სხვა არც გვაქვს. ვიცი, ეგ გვახსენდება ყველას პირველი და ტექნიკურად გამართულში მხოლოდ რიტმულ ოპერატურასა და საუნდ დიზაინს არ ვგულისხმობ - უფრო სცენის მათემატიკურ სიზუსტესა და უშეცდომობას. ზუსტად იცის, როდის მარჯვნივ, როდის მარცხნივ, სად სიცილი, სად ფეხის წამოდება, სად ჩასუნთქვა და სად ამოსუნთქვა. არაფერი ეშლება.
ფელინისაც კი, რომელიც კომპოზიციის მეფეა, ყოველთვის ხელს უშლიდა ეს ტექნიკური სიჭარბე და თამაშს იქამდე ვერ ბედავდა, სანამ სცენის ემოიციურ ყალიბს სრულად არ შეავსებდა. იოსელიანთან პირიქითაა, ყველა შეგრძნებას თამაში აძლევს მიმართულებას და ზრდის სცენას, რომ ემოციურად იყოს უფრო სხარტი და მკაფიო. საერთოდ როგორ მოიფიქრა, რომ მზიას ჩანთის აქეთ-იქით ქნევა და ფარფატი ავეჯის დამტარებლების ნაბიჯებისთვის უნდა აეყოლებინა. მაგით ხომ ფილმის იდეურ ღერძს მომენტალურად შლის. ან ჰიჩკოკის ფანჯრების კადრი მთელი 30 წლით ადრე როგორ გადაიღო, მართლა არ ვიცი. უბრალოდ მიყვარს და მადლიერი ვარ.